საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

შალვა ხაჭაპურიძე - კლინიკაში ხედავენ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი, ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს

23.02.2023 ნახვები: 717

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „რუსი ენდოკრინოლოგია“.

მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედის“ მედპერსონალს გააზრებული აქვთ ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ისინი ცდილობენ არსებული ფაქტი პაციენტს დააბრალონ.

„გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი. მას რუსეთში აქვს განათლება მიღებული. ერთი სპეცოპერაცია რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიმართულებით და მეორე სპეცოპერაცია აქ იყო დაწყებული. ვერაფერს სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებ. ამ ხნის განმავლობაში მსგავსი ტიპის ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება არ ხდებოდა, ჩვენთვის არ განუმარტავთ. მარტივია, ისინი აშკარად ხედავენ, მიხეილ სააკაშვილი რამდენად მძიმე მდგომარეობაშია, იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს. ამიტომ ისინი ამბობენ, რომ იცით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსამართლის განჩინება ჯერჯერობით სრულად არ დაუკმაყოფილებია და ვიდეო-კადრების ნაწილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნაა ასახული, ადვოკატებისთვის არ გადაუცია.

„მოსამართლე გიორგი არევაძემ განჩინება გამოსცა, რომ ჩვენთვის ვიდეო მასალა უნდა გადმოეცათ, თუმცა ჯერჯერობით გადმოგვეცა რამდენიმე თვის მასალა და მთელი ერთი წლის მასალა არ გადმოუციათ. განსაკუთრებით, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია, ვგულისხმობ გულყრის ეპიზოდებს“, - დასძინა ადვოკატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა