პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს დაეკეტება ევროკავშირის კარი

ნახვები: 518 ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს დაეკეტება ევროკავშირის კარი

ამ კანონის ინიცირება და მიღება, რისი განზრახვაც აქვს „ქართულ ოცნებას", არის დივერსია, მოწყობილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ასე ეხმიანება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, რომელიც მიხედვით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი იქმნება.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ინიციატივა ეკუთვნის უშუალოდ "ქართულ ოცნებას", არანაირი "ხალხის ძალა" ცალკე არ არსებობს და არსებობს მხოლოდ "ქართული ოცნება" რუსული გავლენით.

„ქართული ოცნების" რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს დაეკეტება ევროკავშირის კარი, ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა უკვე განაცხადა, ეს განცხადება არის საჯარო და ნათელია, რომ ამ კანონის ინიცირება და მიღება რისი განზრახვაც აქვს "ქართულ ოცნებას", არის დივერსია მოწყობილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არის საქართველოს იზოლაციაში მოქცევის გეგმა, როცა დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც წლებია საქართველოს მხარში უდგანან და ეხმარებიან, ხელისუფლება გამოაცხადეს აგენტების დამფინანსებლად. ეს საქართველოს დატოვებს მარტოს რუსეთის ოკუპაციის წინაშე.

სასაცილოც არ არის, საკუთარ კანონპროექტს დაურეგისტრირეს ალტერნატივა, ეს რომ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს ეხებოდეს, იქნებოდა იუმორის ჟანრი, მაგრამ რადგან საქართველოს ეხება უფრო გროტესკია,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა