ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ლევან ხაბეიშვილი - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა ჯვრის მონასტერში

ნახვები: 427 ლევან ხაბეიშვილი - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა ჯვრის მონასტერში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეთავაზება კვლავ ძალაშია, რომ მზად არიან, გელათთან დაკავშირებით სპეციალისტები ჩამოიყვანონ და ფინანსური კუთხითაც ყველაფერი თავად უზრუნველყონ.

მისივე თქმით, გელათის ტაძრის პარალელურად, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა ჯვრის მონასტერში. ხაბეიშვილმა თეა წულუკიანს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ნადგურდება, ინგრევა იქაურობა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, რომელიც გულისხმობს პროფესიონალების ჩამოყვანას, მათ შორის ფინანსურად ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს თავზე ავიღებთ ამ ადამიანების ჩამოყვანას, რათა გადარჩეს გელათში ის ნაწილი მაინც, რისი გადარჩენაც შესაძლებელია. ამის პარალელურად, ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად ინგრევა მეექვსე საუკუნის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ქვები ცვივა. არაფერს ვაჭარბებ, წყალი ჩამოდის, ვანდალიზმის ფაქტებია, რუსული წარწერებია გაჩენილი. ხავსი არის მოკიდებული ჯვრის მონასტერზე.

თანხა აშშ-ს გამოყოფილი ჰქონდა და გამოყოფილი აქვს, თუმცა ჯალათია წულუკიანი. ყველაფერს აკეთებს, რათა ჯვრის მონასტერი დაინგრეს, ქვები ცვიოდეს, წყალი ჩადიოდეს და უბედურება ხდებოდეს აქ. ამიტომ მოვუწოდებ, სასწრაფო რეაგირება ჰქონდეს, ეს არის აუცილებლობა. ჩემდა სამწუხაროდ, ერთ წელზე მეტია, წყალი ჩამოდის აქ და ქვები ცვივა. ამიტომ იგივე შეთავაზებას გავაკეთებ აქაც, მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის პროფესიონალები და უზრუნველვყოთ, რომ ეს მონასტერიც შენარჩუნებული იქნას. ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი აკეთებენ ყველაფერს, რომ წაშალონ ჩვენი ისტორია, დაანგრიონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობები და კიდევ ერთი ფაქტი არის ჯვრის მონასტერი, რომელიც ამას ადასტურებს. მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მოხდეს გამოყოფილი თანხის ათვისება. გამოყოფილია თანხა და არ აკეთებს წულუკიანი. უნდა მოხდეს სწრაფად, ვიდრე დაინგრა ეს კულტურული ძეგლი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა