ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას

ნახვები: 529 შალვა პაპუაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს.

„1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს.

ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მეგობარსა და გულშემატკივარს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა