უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უნდა იყოს დაცული და გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება

ნახვები: 562 სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უნდა იყოს დაცული და გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება

ნებისმიერ ადამიანს, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, ვთქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის მაგალითზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და დიკ დურბინმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აუცილებელია ყველას უფლება დაცული იყო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის.

ამასთან, სენატორებმა აღნიშნეს, რომ მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა.

„ევროკავშირის რეკომენდაციებში არის პირობა, განსაკუთრებით, მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები, ეს არის ძირითადი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავიანთი პროფესიით და აწარმოონ საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე, ეს შეეხება იმას, რომ ოპოზიციის წევრებსა და ოპონენტებს არ უნდა აპატიმრებდნენ. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანს, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, ვთქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის მაგალითზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატორ დიკ დურბინის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„მიხეილ სააკაშვილს პირადად ვიცნობ. მის სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, რაც მის წინაშეა, ასევე არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.

ასევე, ამერიკელ სენატორებს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე და იმის შესახებ, იყო თუ არა აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილზე.

„დიახ, შეხვედრაზე ეს საკითხი გაჟღერდა, ისევე როგორც ალბათ სხვადასხვა საუბრებში ჟღერდება ხოლმე. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხს, რომელიც არის ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა. რაც შეეხება შეკითხვას ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. აშშ 30 წლის განმავლობაში არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული და წარმატებული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ისევე როგორც მთლიანად ევროპაში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია უკრაინის ომის მალე დასრულება. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა შეიჭრას კიდევ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატორებს ასევე ჰკითხეს, რატომ ეთქვათ უარი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულებაზე.

„ვიზიტი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მას ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დიკ დურბინმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა