ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ჯოზეფ ბორელი - ზელენსკის და უკრაინელებს აქვთ ბევრი აპლოდისმენტი, მაგრამ არასაკმარისი საბრძოლო მასალა, ეს არის პარადოქსი

ნახვები: 452 ჯოზეფ ბორელი - ზელენსკის და უკრაინელებს აქვთ ბევრი აპლოდისმენტი, მაგრამ არასაკმარისი საბრძოლო მასალა, ეს არის პარადოქსი

ზელენსკის და უკრაინელებს აქვთ ბევრი აპლოდისმენტი, მაგრამ არასაკმარისი საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის პარადოქსი. უნდა იყოს ნაკლები აპლოდისმენტები და უკეთესი იარაღის მარაგი“, - დასძინა ბორელმა.

ბორელის თქმით, რიტორიკის დრო არ არის.

ჯოზეც ბორელის თქმით, ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის ომი ემუქრება.

„ეს არის ეგზისტენციალური გამოწვევა ევროპისთვის", - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, რაც მას ახლა სასწრაფოდ სჭირდება.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ და დავაჩქაროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. პირველი და ყველაზე გადაუდებელი, რაც გეოპოლიტიკურმა ევროპამ უნდა გააკეთოს, არის უკრაინის შეიარაღება. როგორც ყველა ევროპელმა ლიდერმა თქვა, გუშინ, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მაშინ მოდით, გადავიდეთ სიტყვებიდან ფაქტებზე და დავაჩქაროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იმის გამო, რომ უკრაინა კრიტიკულ სიტუაციაშია არსებული საბრძოლო მასალის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა