ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო პატარა ქვეყანაა, საკუთარი გამოწვევები გვაქვს,ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა, ეს სჭირდება ხალხს

ნახვები: 462 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო პატარა ქვეყანაა, საკუთარი გამოწვევები გვაქვს,ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა, ეს სჭირდება ხალხს

საქართველო პატარა ქვეყანაა, საკუთარი გამოწვევები გვაქვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და ომით ეს არ მიიღწევა.

„ორ-სამ თვეში გვექნება ნათელი სურათი, სად ვართ. საქართველოს შესახებ თქვენ კარგად იცით. რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია. ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. გამოცდილება დაგვიგროვდა. რთულია, ითქვას, რა მოხდება. დრო გვაჩვენებს, სად ვართ, ვიქნებით, იქნება რეგიონი და ევროპა უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო ის, რაც თავიდანვე ვთქვი, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. ვიხილეთ, რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. იქნება ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება. ომი არ არის გადაწყვეტა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას და ვერც სტაბილურობას“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა