ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

შალვა პაპუაშვილი - ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას, დაბრუნება სამშობლოში

ნახვები: 461 შალვა პაპუაშვილი - ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას, დაბრუნება სამშობლოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა. მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას არასწორ ინფორმაციებს მოიცავს.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის წყაროდ, ასევე საქართველოზე თავდასხმად. წინა რეზოლუციებშიც ბევრი შეცდომა, უზუსტობა და დეზინფორმაცია იყო. ამ შემთხვევაშიც, ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი საკუთარი სამშობლოდან, არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის ჩვენი უახლოესი ისტორია.

უახლოესი ისტორია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცა საქართველოდან, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ის ბრალდებულად ცნო დანაშაულებში. გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგმა პირდაპირ დაადო ხელი მიხეილ სააკაშვილს და ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა შესაბამისი სასჯელი. ასევე, გელაშვილის ფაქტზე შესაბამისი სასჯელი აქვს და კიდევ სამი საქმე მიმდინარეობს, განხილვაშია.

ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. ეს ხომ არ არის მარტო ის ისტორია, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ვიცით. ამიტომ, ცინიზმია, დევნილი უწოდო ადამიანს, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, ხოლო საქართველოში შემოპარვას უწოდო დაბრუნება სამშობლოში. ეს არის ქართველი ხალხის მიმართ იმ დამოკიდებულების ჩვენება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და არა საქართველოს მეგობრები, რომლებიც მზად არიან საქართველოს, მათ შორის ევროპული მომავალი ერთ ადამიანს გადააყოლონ.

ასე მოხდა ივნისშიც, როდესაც გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, დაჩქარებულად იქნა რეზოლუცია მიღებული, სადაც ჩაწერილია დეზინფორმაცია. მაშინ ოლიგარქიაზე იყო ჩანაწერი, რაც  გარკვეულწილად მცდელობაა, საქართველოს ევროპულ მომავალს იმის გამო შეუშალონ ხელი, რომ პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და არა საქართველოსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს, პაპუაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში ღია პროცესები მიმდინარეობდა და მოსამართლემ მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

მისივე თქმით, ასევე დასკვნა გამოიტანა საზოგადოებამაც და ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დააანონსებულ აქციაზე არ მიდის.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიზნებს, ჰუმანიტარული მიზნით სასჯელის გადავადების ინსტიტუტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ ასეთი რამ არ არის. ჯანმრთელობის მიზნით არსებობს. ჰუმანიტარული როგორც ვხვდები, რაღაც სხვა განზომილებაა. შეიძლება, ადამიანის მიმართ შეცოდების გრძნობა გქონდეს, რაც შეეხება სასჯელის ჯანმრთელობის მიზნით გადავადებას, ამაზე იყო სასამართლო პროცესი, რომელიც თვეზე მეტი გაგრძელდა. ერთ-ერთი ყველაზე ღია პროცესი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ყველა მტკიცებულება, რაც  წარმოდგენილი იყო. აქედან როგორც სასამართლომ, ისე საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა მოხდეს თუ არა სასჯელის გადავადება. დასკვნა გამოიტანა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით და ქართულმა საზოგადოებამ თავისი ქცევით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ის არ მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე. ქართულმა საზოგადოებამაც სასამართლოს ყურების შედეგადაც დაასკვნა, რომ გადავადების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა