ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი
ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული

გიული ალასანია - საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა - ყველა გაგიჟდა?

17.02.2023 ნახვები: 647

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დადებითად შეაფასა BBC-ზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გასული სიუჟეტი და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა“.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მსოფლიო მედია წერს და ფაქტს აღიარებს.

„საერთაშორისო მედია ფეხზე დადგა. მგონი, აღარ დარჩა არც არხი, არც გაზეთი რომ ჩემი შვილის დასაცავად მასალა არ გამოქვეყნებულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მსოფლიოს ასეთი დიდი ნაწილი აღიარებს ამ ფაქტს, ეს რას ნიშნავს, ყველა გაგიჟდა? ძალიან მადლობელი ვარ ამის“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი განმარტებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დილიდან 37.5 აქვს ტემპერატურა და აღენიშნება სისუსტე, რასაც ალასანია მოწამვლას უკავშირებს.

„დილიდან სიცხე აქვს 37.5. როგორც ყოველთვის სისუსტე აღენიშნება. ყველა ეს სიმპტომი არის უკვე კარგად დასაბუთებული იმ ცნობილი მოწამვლის შედეგი. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ალასანიამ.

მისთვის უცნობია, თუ როდის მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმის ექიმები.

ამასთან, ის „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ დაფუძნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთდროულად პრიორიტეტულია, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას საკითხის გადაჭრა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუშინ ნიკა გვარამიას მიმართულებით მოხდა. სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არხისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. სიტყვის თავისუფლება არის ის მონაპოვარი, რომელიც დამოუკიდებლობასთან ერთად მივიღეთ. მაგალითად, მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ისეთ სისტემაში, სადაც განსხვავებული აზრი დასჯადი იყო. ჩვენი ყველას ოცნება იყო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვრა, სადაც სიტყვის თავისუფლება დაშვებული იქნებოდა. ჯანსაღ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი აუცილებელია რომ იყოს“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია BBC-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელსიც მისი ჯანმრთელობის გაუარესებასა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებზეა საუბარი. სიუჟეტის სათაურია: „არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა