პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა

ნახვები: 519 ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიო NPR-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვლადიმერ პუტინმა უარი უნდა თქვას იდეაზე, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა.

„ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ეს გახსნის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში, გამოჩნდებიან აგრესორები, რომლებიც იტყვიან – კარგი, ჩვენც ვიზამთ იმავეს და ეს შეგვრჩება“, – განაცხადა ბლინკენმა ინტერვიუში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა