სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

მამუკა ხაზარაძე - ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და რუსეთში, რათა შევქმნათ ემიგრანტთა მძლავრი გაერთიანება

ნახვები: 513 მამუკა ხაზარაძე - ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და რუსეთში, რათა შევქმნათ ემიგრანტთა მძლავრი გაერთიანება

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც ემიგრანტებთან ერთად სპეციალური პლატფორმის შექმნას გულისხმობს.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის 23%- მა დატოვა ქვეყანა! გამოკითხვების შედეგად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე თავისი სამშობლოს დატოვებაზე – გაქცევაზე ფიქრობს. მეტიც, ყოველი მესამე ახალგაზრდაა, ვინც ვერ ხედავს თავის მომავალს ამ ქვეყანაში და წასვლაზე ფიქრობს. სამწუხაროა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური რესურსი, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას დოვლათი და შექმნას მომავალი ამ ქვეყნის. მე ჩემს გუნდთან ერთად სერიოზულად ვმუშაობ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, ეს იქნება მძლავრი გაერთიანება, რომელიც იქნება დაფუძნებული საქართველოში. ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებთან უკვე გვაქვს კავშირი და ინტენსიურად ვმუშაობთ, როგორც ამერიკაში, ასევე საბერძნეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და რუსეთში. ჩვენ უნდა შევქმნათ ემიგრანტთა – მუდმივმოქმედი გაერთიანება -ქვეყანაში ინვესტიციების, ცოდნის და ტექნოლოგიების დანერგვის და ამ ადამიანების უკან, სამშობლოში დაბრუნების მიზნით. ემიგრანტების ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ემიგრანტების ჩართულობა იყოს და ისინი მონაწილეობდნენ არჩევნებში. მინდა, მოგიწოდოთ ჩართულობისკენ, იმედი მაქვს,რომ გამოგვეხმაურებით, თქვენ საქართველოს სჭირდებით, სჭირდება თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა, თქვენი განათლება და უნარები რათა ამ ქვეყანას ერთად მივხედოთ. ძალიან მალე გაგიზიარებთ ამ ინიციატივის შესახებ და ეს იქნება მძლავრი დასაწყისი იმ დიდი პროექტისა, რომელიც ყველას ერთად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე თავის საგანგებო მიმართვაში.

მამუკა ხაზარაძის მიმართვას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა