თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

იენს სტოლტენბერგი - ნატო განიხილავს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას

ნახვები: 563 იენს სტოლტენბერგი - ნატო განიხილავს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას

ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხვალ ბრიუსელში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მინისტრები განიხილავენ, როგორ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს გახლავთ ნატო-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე არიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის და შეკავების გაძლიერებაზე, ასევე ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

სტოლტენბერგმა ასევე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა