უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ბათუმის „დინამომ“ ოდესის „ჩერნომორეციდან“ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

ნახვები: 562 ბათუმის „დინამომ“ ოდესის „ჩერნომორეციდან“ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ ღირსებას ივან ლიტვინენკო დაიცავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 წლის უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველთან ​სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბათუმელთა ახალწვეულს შეუძლია თამაში ფლანგებზე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ლიტვინენკო დნეპროპეტროვსკიდანაა, ის „დნიპროს“ აკადემიის აღზრდილია. 2018-20 წლებში „დნიპრო 1“-ში თამაშობდა, ასევე გამოდიოდა ლვივის „რუხში“, „ვპკ-აგროში“, 2022 წლიდან კი ოდესის „ჩერნომორეცში“ ირიცხება.

ლიტვინენკოს „ჩერნომორეცთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ოდესურ კლუბში 2022 წლის აგვისტოში „რუხიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ამ დროის განმავლობაში უკრაინის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ლიტვინენკოს უთამაშია უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში – 17, 18 და 21-წლამდელებში.

 

1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა