ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თამარ გაბუნია - 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია გართულებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს

ნახვები: 540 თამარ გაბუნია - 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია გართულებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს

დღევანდელი დილის მდგომარეობით, კლინიკებში 6 700 კოვიდსაწოლია მობილიზებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 600 საწოლი დაემატა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა გარკვეულწილად დაბალანსდა, რადგან ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.

„პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰოსპიტალში არის 5 500. კლინიკებისთვის მათთვის კოვიდსაწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილი ეტაპია, ვფიქრობთ, მობილიზება მოხდება დამატებითი საწოლების. პედიატრიულ საწოლებზე, საბედნიეროდ, მოთხოვნა რამდენადმე დაბალანსდა, რადგან შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. ჰოსპიტალური საწოლები დაემატა პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად მართულია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება 16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით" აცრას, თამარ გაბუნია ამბობს, რომ პროცესი ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს.

„პროცესი დაწყებულია. რამდენიმე ათეულია უკვე აცრილი, მათ შორის სტუდენტები, დაახლოებით 20 სტუდენტი იყო, ვინც მიემგზავრებოდა და აიცრა „ფაიზერის" ვაქცინით. ეს პროცესი გრძელდება ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა