სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ლელა ჯეჯელავა ოპოზიციას: გგონიათ, ადამიანები მარტო მმართველი ძალის სიყალბეს გრძნობენ და თქვენ უკეთ ახერხებთ მათ გაცრუებას?

ნახვები: 513 ლელა ჯეჯელავა ოპოზიციას: გგონიათ, ადამიანები მარტო მმართველი ძალის სიყალბეს გრძნობენ და თქვენ უკეთ ახერხებთ მათ გაცრუებას?

 თანხმობისთვის ერთმანეთში ვერ მიგიღწევიათ და რომელ ეროვნულ თანხმობაზე ელაპარაკებით ხალხს, თუ გგონიათ ადამიანები მარტო მმართველი ძალის სიყალბეს გრძნობენ და თქვენ უკეთ ახერხებთ მათ გაცრუებას? - ასე მიმართავს ოპოზიციას ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ერთხელ მაინც უნდა აღიაროს, რომ შექმნილ ვიტარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებასთან ერთად, თავადაც არის.

„სულ ვუფრთხოდი ოპოზიციაზე რამე ისეთი არ მეთქვა , რომელიც ისედაც იმედდაკარგულ საზოგადოებას მეტად გაუტეხდა გულს და და კიდევ უფრო მეტი უღონობის განცდას გაუჩენდა. მაგრამ გუშინდელმა დღემ დამარწმუნა , რომ ისე შეეზარდეთ და შეესაისხლხორცეთ მმართველობის ამ სისტემას, რომ ზღვარის გავლებაც კი ჭირს.

რამ უნდა მოწყვიტოს ყოველღიური არსებობისათვის ბრძოლაში ჩაბმული ადამიანები თავის პრობლემებს და კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ დააყენოს თავის ცხოვრება?

ერთმანეთს არ ინდობთ და ხალხი როგორ უნდა გენდოთ?

როგორ გამოგყვნენ ბრძოლაში, როცა ხედავენ, რომ თავად ყველაზე მინიმალური მსხვერპლის, დეპუტატის მანდატის და მისი პრივილეგიების დათმობისთვისაც არ ხართ მზად?

იმის დასაბუთებასაც ვერ ახეხებთ რა შემატა ადამიანების ყოფას "ხალხის რჩეულების" საპარლამენტო "მოღვაწეობამ"?

როდის ყოფილა ზნეობრივი მაგალითის გარეშე ვინმე ლიდერი გამხდარიყო და მოწოდების უფლება ჰქონოდა?

თანხმობისთვის ერთმანეთში ვერ მიგიღწევიათ და რომელ ეროვნულ თანხმობაზე ელაპარაკებით ხალხს, თუ გგონიათ, ადამიანები მარტო მმართველი ძალის სიყალბეს გრძნობენ და თქვენ უკეთ ახერხებთ მათ გაცრუებას?

ერთხელ მაინც გეყოთ გამბედაობა და აღიარეთ, რომ შექმნილ ვითარებაზე ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობას თქვენც ატარებთ და უბრალოდ "ხალხის რჩეულობა" მოგწონთ და მსახურების არც თავი გაქვთ და არც სურვილი“, - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა