უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დაკავების დეტალები უცნობია და ბრალდებულთან შეხვედრას დღეს ვაპირებ - ბადრი ესებუას ადვოკატი

ნახვები: 561 დაკავების დეტალები უცნობია და ბრალდებულთან შეხვედრას დღეს ვაპირებ - ბადრი ესებუას ადვოკატი

ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ ესებუას დაკავების დეტალები მისთვის უცნობია და დაკავების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს აპირებს.

„როდის და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ჩემთვის უცნობია. მე ჟურნალისტებისგან გავიგე მისი დაკავების შესახებ. შემდგომ ველაპარაკე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს. მასთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდგომ როგორც გავარკვიეთ – დაკავებული ყოფილა სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს გადაჰყავთ ქუთაისის N 2 დაწესებულებაში. დღეს ვაპირებ მისვლას, დღის ბოლოსკენ“, – განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.

ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პირველი არხის ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა