ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ეკა ხერხეულიძე - ეს რა ვნახეთ, მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები

ნახვები: 564 ეკა ხერხეულიძე - ეს რა ვნახეთ, მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები

ეს რა ვნახეთ – მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ხერხეულიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში ეწურებოდა და მიაჩნია, რომ წევრები ელექტრონული მეთოდით უნდა აერჩიათ.

ეკა ხერხეულიძის შეფასებით, მიღებული წესი მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე.

„მოკლედ, „ცვლილებებით“ შეპყრობილებმა მოითხოვეს არჩევნები. არჩეულმა თავმჯდომარემ, რომელსაც ორი წელი კიდევ ჰქონდა ლეგიტიმაცია, პირველივე გამოწვევაზე თქვა „მოდით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ“..რომ არ დარჩენილიყო კითხვა, მთელ ამ გამოგონილ აღტყინებას მზაობით შეხვდა. თუ სხვები, ანუ „ცვლილებებით ანთებულები“ პოლიტსაბჭოს ფორმატით აპირებდნენ თავმჯდომარის ვადამდელ არჩევას, ნიკა მელიამ უარით უპასუხა, არეალი გაზარდა და მეტი ჩართულობისთვის ბლოკჩეინის სისტემით შესთავაზა ენმ-ს ამომრჩევლებს მონაწილეობის მიღება, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა: 52 პროცენტი ხაბეიშვილი, 40 პროცენტი მელია და შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა გამარჯვებულს.

მოგეხსენებათ, მარტში უფლებამოსილება ეწურებოდა პოლიტსაბჭოს. მიგვაჩნდა და მიმაჩნია, რომ წევრების არჩევა ელექტრონული მეთოდით უნდა მომხდარიყო. პატივს ვცემდით ჩვენივე პარტიის ისტორიას, როგორც ხელისუფლების გადაცემის პრეცენდენტულობის წესად დანერგვას, თუმცა ვნახეთ, რომ პირიქით მოხდა. ასი ნაბიჯით უკან დავიხიეთ.

დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე. მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული ფარული უნარების მქონეებს, მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ, უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ შეცდომების მიზეზიც ეს არისთქო და, ეს რა ვნახეთ – მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები.

თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40 პროცენტის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ის ერთადერთი პლიუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40 პროცენტს. სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ „დამსახურების მიხედვით“ და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს, დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხის და მისთანების დაკომპლექტებით.

სად იბრძოლეს, ვინ არიან, ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები, სად იყვნენ საერთოდ?

ამავე გაგების დამსახურებით პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია. სულ რამდენიმე ვიყავით მაშინ, მიშას საკუთარი პარტიიდან რომ აგდებდნენ და ეგ „დამსახურებული“ ხალხი, მათ შორის ხოდა, იმ რამდენიმეს უმრავლესობა გაუშვიათ პოლიტსაბჭოდან – ზურა მელიქიშვილი (ენმ-ს დამფუძნებელია, სხვათაშორის), ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიარი, გიორგი პატარაია..

ცხადია, მე ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემივე პარტიის არ დაზიანების გამო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა.

როგორც მოგახსენეთ, მოუგონიათ „ახსნადი“ კვოტები. ანუ, აქამდე ენმ-სთვის უცნობი გვარ-სახელებით პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას გამართლება რომ ჰქონოდა, მაგ. არსად არასდროს რომ არ გვინახავს, ისეთი დეპუტატების ტალღას შეჰყოლია ჩემი გვარიც. მხოლიდ ამ მიზეზით მომიწია საჯარო პოზიციონირება. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ – არ გრცხვენიათ?!

წესით, ხვალ, მიშას სასამართლოს მერე დავწერდი ამას, „არასანდო“ მეგობრების რომ არ მრცხვენოდეს.

„ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა“ – იმათ ტვინში ჩანახედა, ვინც ეს დაიჯერა, თუმცა მოგვიანებით, როცა ვნებები დაცხრება, მატარებელი კარგა ხნის ჩავლილი იქნება“, – წერს ეკა ხერხეულიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა