ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

კელი დეგნანი - საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება

ნახვები: 564 კელი დეგნანი - საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება

აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება.

„აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარის ჩანაწერი გავრცელდა. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბარია კრასნოდარის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში. „ჯერ ვერ მივხვდი, რა არის ჩანაწერში სასკანდალო, როცა საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით ფორსმაჟორული სიტუაციაა, ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აცხადებს აბაშიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა