ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს

ნახვები: 457 მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს გააკეთა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან სამმხრივი და ოთხმხრივი მექანიზმების გამოყენებით.

„როდესაც ჩრდილოეთის კორიდორის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ჩვენ ვცდილობთ ტრანსკავკასიური, კასპიისა და შუა დერეფნის გახსნას. თურქეთი და აზერბაიჯანი ამ კუთხით ცენტრალურ ადგილს იკავებენ. იმედი მაქვს, სამომავლოდ სომხეთიც შემოგვიერთდება, როდესაც პროექტს განვახორციელებთ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა