პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ რეანიმაციაში

ნახვები: 517 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ რეანიმაციაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, ჯერ შესაბამისი პროცედურები აქვს გასავლელი.

ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის მდგომარეობასთან შედარებით, უკეთესია.

„ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ [რეანიმაცია]. ჩემი ინფორმაცია ასეთია, რომ პროცედურები აქვს გასავლელი. მისი მდგომარეობა უკეთესია. ძალიან მძიმე დღე იყო. ყველანი დავიღალეთ, თვითონ მკურნალი ექიმებიც. ისინიც ხომ ღელავენ. სახეზე ეტყობა ყველას, რომ ღელავენ. ახლა უკეთესია მისი მდგომარეობა. დილით რომ ვნახე, მაღალი სიცხე ჰქონდა. ძალიან განერვიულებული იყო. ახლა შედარებით მშვიდად იყო და სიცხემაც დაუწია“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მესამე პრეზიდენტმა კლინიკა „ვივამედისგან“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შეთავაზება, ალასანია ასე პასუხობს:

„დღეს მთელი დღე ეს გვესმის და აბა არ მიიღო? მე ასე ვიცოდი, რომ ეს პროცედურები იყო გასავლელი“.

ის ასევე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ და რომ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან. ალასანიას თქმით, მან არ იცის, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს, გარეშე პირებში.

„ვინ არიან ეს გარეშე პირები? არ ვიცნობ ამ გარეშე პირებს. მე უკვე გარეშე პირადაც არ ვითვლები, აქ ვარ ჩასახლებული. არ ვიცი, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს“, - აღნიშნა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა