უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს - ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ!

ნახვები: 562 ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილს - ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ!

ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ! - ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს - მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე, ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, ზარქუა ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს „არ აჰყვეს“ და შეცდომებზე ისწავლოს.

„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, "ხაბე" თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი "ხაბე", მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე. "ხაბე" არის სიმბოლო "ნაცების" - მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას როგორ უნდა მუშაობა. გამიხარდება, თუ წინამორბედების შეცდომებზე ისწავლის და იმუშავებს, თუ არა და იქვე ჰყავს ბევრი ალტერნატივა და ამას თქვენც მალე ნახავთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა ასევე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას არჩევნების გაყალბებაზე და მასში "ქართული ოცნების" წევრებისა თუ მხარდამჭერების შესაძლო მონაწილეობაზე.

"აპაპაა“, ერთი წამით - არჩევნები იყო შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც მათ აქვთ, ლეგიტიმურია და "ხაბე" ღირსეული თავმჯდომარეა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი [ხმის მიცემა], თუმცა, „ხაბემ“ იცის, ჩემი ხმა მასთან არის ყოველთვის”,- განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა