შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

შალვა ხაჭაპურიძე - დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია

ნახვები: 558 შალვა ხაჭაპურიძე - დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია

„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

 

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის PCR ტესტს კლინიკა „ვივამედში“ არ ჩაიტარებს და მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლფასია.

 

„მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა - არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის.

 

„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური დაცვის მხარეს მიხეილ სააკაშვილის კადრებს არ აჩვენებს, რითაც ეწინააღმდეგება მოსამართლის გადაწყვეტილებას და ასევე, დაცვის მხარეს ხელს უშლის საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაში.

 

„ორი-სამი დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ მოწყობილობები, რომლებიც ჩვენ პენიტენციურ სამსახურს კადრების მოსაპოვებლად წარვუდგინეთ, მათ სისტემას არ ერგება. კონკრეტულად მითითებული არ იყო, თუ რა სისტემისა და მოდელის მოწყობილობები სჭირდებათ. ახლა მოვედი, რომ ეს ყველაფერი დავაზუსტო, რადგან გარდა იმისა, რომ პენიტენციური სამსახური მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაცვის მხარეს ხელი გვეშლება მტკიცებულებების მოპოვებაში, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურ უწყებას 14 იანვრამდე დაცვის მხარისთვის უნდა მიეწოდებინა მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდშია გადაღებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა