ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

გია ვოლსკი - ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა

ნახვები: 564 გია ვოლსკი - ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა

ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა, რადგან მან რუსული პიარისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გადადგომის შესახებ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გია ვოლსკი ამბობს, არესტოვიჩი არის ფიგურა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკურ ხედვას საკმაოდ ფართოდ წარმოადგენდა, მათ შორის მედიასივრცეში.

„არესტოვიჩი არ არის ის პირი, ვინც განაპირობებს კიევის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ეხება. თავად პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება იმდენად ნეგატიურია, რომ ეს აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, პოლიტიკურ მიმართულებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც უკრაინასთან მიმართებით აბსოლუტურად პირნათელია. არესტოვიჩი არის თვითშეყვარებული პოლიტიკოსი, რომელიც იჩემებდა მსოფლიოს მომავალი არქიტექტურის მსჯელობაში ავტორიტეტულობას. ადრე თუ გვიან, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა, რადგან მან რუსული პიარისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. იკვეთებოდა წინაპირობები, რომ ის აშკარად ასე მოიქცეოდა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ადრე ჰქონდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ფიგურა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკურ ხედვას საკმაოდ ფართოდ წარმოადგენდა, მათ შორის მედიასივრცეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა