პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ლიდერების ქმედებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

ნახვები: 520 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ლიდერების ქმედებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერების ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას,  - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.განაცხადა.  

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს,  გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა,რომ უკრაინასა და პარტნიორებთან განიხილებოდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების იდეა.

მისი თქმით, ტრიბუნალს შეუძლია, იფუნქციონიროს უკრაინის სისხლის სამართლის საფუძველზე. ამასთან, მას, შესაძლოა, დაერთოს საერთაშორისო ელემენტები – განთავსების ადგილი, პარტნიორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო პროკურორები და მოსამართლეები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა და ლეგიტიმურობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა