სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

არესტოვიჩი თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს და დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ნახვები: 516 არესტოვიჩი თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს და დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის და უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს. აღნიშნულ საკითხზე მან კომენტარი მარკ ფეიგინთან იუთუბარხზე ეთერში გააკეთა.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში მისი განცხადების განხილვის ასეთი ტალღა შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ან საზოგადოებაში დაძაბულობით, ან ორგანიზებული ყოფილიყო ბოტების ქსელის მიერ.

„ეს არის ორგანიზებული კამპანია, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აიტაცა ამ ომით და ამ დანაშაულით ტრავმირებულმა ხალხმა“, – განაცხადა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ ეს იყო „ოპოზიციის მიერ რუსებთან ერთად“ ჩატარებული საინფორმაციო ოპერაცია.

ამასთან, მან ბოდიში მოუხადა დნიპროს მცხოვრებლებს და დაზარალებულებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი სიტყვები შეეხო.

„მე რეალურად მინდა, ბოდიში მოვიხადო, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. აღნიშნული განცხადების გამო, უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა