პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

ნახვები: 518 უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 198 მოქალაქეს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები: ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 15 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სანქციებს აწესებს 198 ადამიანის, მათ შორის, რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ.

სიაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებით, მოხვდნენ რუსი და უკრაინელი კულტურის მოღვაწეები, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატები, ბლოგერები და ჟურნალისტები, მათ შორის რუსული სახელმწიფო არხები.

 

სანქცირებულ ადამიანებს შორის არიან რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ორჯონიკიძე და ასევე რუსეთის მოქალაქე შოთა აფხაიძე.

 

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა