ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, ტაქსის მომსახურების ტარიფები გაზრდილია

ნახვები: 707 დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს, ტაქსის მომსახურების ტარიფები გაზრდილია

თბილისში თოვა გრძელდება. "თბილსერვისის" წარმომადგენლები დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების გაწმენდით სამუსაობს აგრძელებენ. უსაფრთხო გადაადგილებისთვის იყრება ტექნიკური მარილი. ამის მიუხედავად, დედაქალაქში გადაადგილება გართულებულია.

ამჟამად დედაქალაქში ტემპერატურა  -3 გრადუსია. დღის განმავლობაში შენარჩუნდება ყინვა და ნალექი თოვლის სახით. 

შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცალკეულ მარშრუტებზე გაურკვეველი დროით არის გაზრდილი მოცდის დრო. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტაქსის მომსახურეობის ტარიფები. 

დასაქმებულ პირებსა და სტუდენტებს უწევთ დაგვიანებით გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად. 

დედაქალაქის მერიას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება გართულებული მიმართულებებისა და ტრანსპორტის გადაადგილებაში არსებული შეფერხების შესახებ. 

"თბილსერვისის" ხელმძღვანელებმა გუშინ მოქალაქეებს ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობისგან თავის შეკავება ურჩიეს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა