პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ამერიკელმა გასტროენტეროლოგი სასამართლო პროცესზე - კახექსია სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია

ნახვები: 519 ამერიკელმა გასტროენტეროლოგი სასამართლო პროცესზე - კახექსია სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი იკითხება.

როგორც სტიუარტ ფინკელმა მის მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა დოკუმენტებიც შეისწავლა, იმის მიხედვით კუჭზე ბიოფსია არ გაკეთებულა.

მისივე განცხადებით, კახექსია სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია.

„დიაგნოზებს შორის არის – ჰიატუსის თიაქარი, ეროზიული გასტრიტი. პირველი, რაც ვნახე გამოკვლევები, გამოვიტანე დასკვნა, რომ ჰიატუსის თიაქარს აქვს ადგილი. ამის გარდა, ეროზიული გასტრიტი აღმოჩნდა. 13 მარტს ჩატარებული მანიპულაციის დროს, რაც მე შევისწავლე, კუჭზე ბიოფსია არ გაკეთებულა. ჩემი აზრით, ეს არის მზრუნველობის სტანდარტებიდან გადახვევა, რაც საჭირო იყო ამ ტიპის ვითარებისთვის. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რაც კლასიკური სიმპტომებია. ხელთ მაქვს დოკუმენტი 01-55, რომელიც ეხება სერიოზულ და განუკურნებელ დაავადებებს, რაცაა საფუძველი მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის. სააკაშვილს აქვს საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ვგულისხმობ კახექსიას“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე – ჰქონდა თუ არა სააკაშვილს დაპატიმრებამდე რაიმე ოპერაცია გაკეთებული, კერძოდ, ბარიატრიული კუჭის ოპერაცია- სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ რომელი დოკუმენტებიც განიხილა, იქ ამ ტიპის ოპერაცია არსად ნახსენები არ არის.

„დოკუმენტებში, რომლებიც განვიხილე, რომლებიც მივიღე ციხიდან თუ საავადმყოფოდან, ამ ტიპის ოპერაცია არსად არ არის ნახსენები“, – განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

კიდევ ერთ კითხვაზე – დაავადებები, რომლებიც ახლა აქვს სააკაშვილს, განსაკუთრებით აბსორცია, კახექსია, დაკავშირებულია თუ არა შიმშილობის აქტთან, რომელიც განახორციელა დაპატიმრების დღიდან, სტიუარტ ფინკელმა აღნიშნა: „ჩემი თვალსაზრისით, ეს მდგომარეობები განვითარდა მას შემდეგ, რაც ის იყო დაპატიმრებული და სიმპტომები გამოუვლინდა 2021 წლის „გვიან ნოემბერს“.

ხაჭაპურიძის განმეორებით შეკითხვაზე, – ეს დაავადებები შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის?,  სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ მისი მოსაზრება ასეთია. „დიახ, ეს ჩემი მოსაზრებაა“.

სასამართლო პროცესზე შალვა ხაჭაპურიძემ ამერიკელ გასტროენტეროლოგს ასევე მიმართა კითხვით, როგორ ფიქრობდა, რამ გამოიწვია ასეთი რთული დიაგნოზები და დაავადებები, რაზეც სტიუარტ ფინკელმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს არასწორი მკურნალობა გაეწია. „მან მიიღო არასწორი მკურნალობა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა