კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო

ნახვები: 573 კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო

ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ორი ევროპარლამენტარისთვის, ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელასთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო. ორივე მათგანი „სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის“ წევრია.

„მე დავიწყე საგანგებო პროცედურა ევროპარლამენტის ორი წევრისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად. არ იქნება დაუსჯელობა“, – წერს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რობერტა მეცოლამ იმუნიტეტი მოუხსნა და მანდატი შეუჩერა ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის, რომელიც ამავე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს. ევა კაილი 10 დეკემბერს ბელგიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალი ედება კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში. მის გარდა, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი აიყვანა. ჩხრეკის ოპერაციის ფარგლებში კი, 600 ათასი ევროა ამოღებული.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა