კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კახა ოქრიაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან!

ნახვები: 574 კახა ოქრიაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას.

უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ.

დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა