ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

კახა კალაძე - საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება

ნახვები: 564 კახა კალაძე - საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება

საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის არცერთ წამოწყებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია, ქალაქი აღმშენებლობას აგრძელებს.

„2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშის წარსადგენად საკრებულოში მისვლას აპირებს.

„საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ. ვსაუბრობთ იმაზე, რას ვაპირებთ მომდევნო წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება და ცხადია, წელსაც ასე მოხდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა