ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

პრემიერი - ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ

ნახვები: 564 პრემიერი - ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ

ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავი მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია II-მ დიდი მისია შეასრულა და ასრულებს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ძვირფასო საზოგადოებავ! მოგესალმებით და მეც მინდა შევუერთდე ამ გულითად, გულწრფელ მილოცვებს და პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის. მე გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ჩემი მშობლების თაობიდან, თუ რაოდენ რთული დრო იყო, როდესაც თქვენ ღმერთის ნებით გამოგარჩიეს და ეკურთხეთ პატრიარქად. მაშინ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი ფუნქციონირებდა საქართველოში. დღეს მადლობა უფალს და მადლობა თქვენ, თვენი ბრძნული საქმით, უდიდესი სიყვარულით და პატრიოტიზმით რამდენიმე ათასი ეკლესია-მონასტერი არის აშენებული. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უზარმაზარია თქვენი ღვაწლი. ჩვენი ხალხის რწმენაში დაბრუნებისა და ხალხისთვის რწმენის და იმედის მიცემის საქმეში. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ თქვენი ღვაწლის, თქვენი მისიის შესახებ. მინდა ერთი რამ ვთქვა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ ამ უზარმაზარი ისტორიული მისიის შესრულებისთვის. მე მჯერა, რომ თქვენი მთავარი ოცნება, მთავარი იდეა, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო, უფლის მადლით ასრულდება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი სიყვარული, ჩვენი დიდი პატივისცემა. მინდა პირადად კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. თქვენი თითოეული სიტყვა, რჩევა-დარიგება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველთვის მახსოვს თქვენი ბრძნული დარიგებები. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა