ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ხატია დეკანოიძე:მესამე პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ხელისუფლების სირცხვილი და მათი პასუხისმგებლობაა

ნახვები: 458 ხატია დეკანოიძე:მესამე პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ხელისუფლების სირცხვილი და მათი პასუხისმგებლობაა

ახლა რაც არ უნდა პროპაგანდა ჩართოს „ქართულმა ოცნებამ“ და მძიმე ქილიკითა და დაცინვით დაკავდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არის საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი, მათი პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ, ეს დიდ ხანს იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სასამართლო პროცესში სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის შესახებ.

მისი თქმით, სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა მძიმეა.

„მძიმეა საზოგადოების ყველა წევრისთვის და მძიმე უნდა იყოს, როდესაც მესამე პრეზიდენტი ასე ძალიან მძიმე ვითარებაშია. ეს არის საქართველოს ღირსების საწინააღმდეგოდ. მე ნანახი მყავს ის ასეთ მდგომარეობაში, ჩემთვის ეს ახალი არ არის, მაგრამ მართლა ძალიან რთულია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სიცოცხლეს იყენებს ზუსტად შიდა პოლიტიკური ზიზღისთვის. როცა ისტორიული მომენტია მსოფლიოში, როცა ჩვენ ახლა ცივილიზებული სამყაროს გვერდით უნდა ვიყოთ, ამ დროს ჩვენ ვუყურებთ დაუძლურებულ მესამე პრეზიდენტს, ადამიანს რომლის უფლებებიც დაკავების დღიდან ირღვევა“, - აცხადებს დეკანოიძე.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა იქნება პარტიის გეგმა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ.

„მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ინერტული ვარ. რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ პარტიის რომელიმე წევრი ინერტულია და ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა ასეთი ვერ ვიქნებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ არამხოლოდ პარტიის წარმომადგენლებისგან, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოების თითოეული წევრისგან ვისაც ოდნავი ემპათია მაინც გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ", - აცხადებს დეკანოიძე.„

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა