უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის საგარეომ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცეს პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, რომლებიც პრეტენზიებსაც გვიყენებდნენ, საქართველოში ომი რატომ არ იწყებაო

ნახვები: 561 მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის საგარეომ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცეს პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, რომლებიც პრეტენზიებსაც გვიყენებდნენ, საქართველოში ომი რატომ არ იწყებაო

უკრაინის მხარეს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა, თუ ეს ასეა, ამ უწყებამ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცენ პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

„უკრაინის მხარეს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა, ეს კარგი და სწორი განცხადებაა, მაგრამ თუ ეს ასეა, ამ უწყებამ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცენ პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, რომლებიც სურვილებს და მოთხოვნებსაც გამოთქვამდნენ, პრეტენზიებსაც გვიყენებდნენ, საქართველოში ომი რატომ არ იწყებაო. პირადად მე, ამ უწყების წარმომადგენელი რომ ვიყო, ვინც მდინარაძესა და კობახიძეს მიმართავს, პირველ რიგში, განმარტებების გაკეთებას მოვითხოვდი დანილოვის განცხადებაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა