ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში

ნახვები: 564 ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

კობახიძის თქმით, ვინც ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: "მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა