უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს, თუ სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება

ნახვები: 562 ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს, თუ სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას არაცივილურად ექცევიან.

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“ – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართება, ქვეყნისთვის ბევრი კარი დაიხურება:

„ჩვენი გზავნილი მკაფიოა: არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ხელმძღვანელობამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა ამაზე გადის? სულაც არა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, – აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი, რომლის განცხადების თარგმანსაც „საზოგადოებრივ მაუწყებელი“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხმიანება კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი რაფაელ გლუქსმანი და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს:

 
 

 

„ეს საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს კანდიდატის სტატუსი, მაშინ პირველი და მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროპაში გასვლისა და იქ მკურნალობის საშუალება მიეცეს. სააკაშვილს ციხეში რამე რომ დაემართოს, სრულად პასუხისმგებლები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც შეიძლება ევროპიდან მიიღოთ. ახლა აქაც, ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტს მიღმაც, ეს არის ლაკმუსის საქმე. თუ თქვენ გინდათ საქართველო ევროპაში – და ჩვენ ეს ყველას გვინდა – მაშინ მიხეილ სააკაშვილის საქმე ამ გზაზე გადადგმული პატარა ნაბიჯია“, – აღნიშნავს რაფაელ გლუქსმანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა