პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გოჩა მირცხულავა: ბატონო პრემიერო, თქვენ არ გესმით რას ნიშნავს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა

ნახვები: 2419 გოჩა მირცხულავა: ბატონო პრემიერო, თქვენ არ გესმით რას ნიშნავს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა

ბატონო პრემიერო,
ცხადია თქვენ აბსოლუტურად არ გესმით რას ნიშნავს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა პარლამენტის წინ.
ცხადია არ გესმით, სავარაუდოდ არც იცით, ან იცით და ფეხებზე გკიდიათ, რომ ამ, თქვენგან ხაზგასმულ ტრადიციულ ქვეყანაში მამები შვილებს აუპატიურებენ, ბავშვებს მეზობელი ჰეტერო კაცების რომ ეშინიათ.
თქვენი პატრიოტული გათვლები - 2013 წლის გაგრძელებად - ამქვეყნის მტრობაა - ამასაც ვერ მიხვდით.
თქვენ ვერ ხვდებით, ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ან ხვდებით და მონაწილეობთ საპატრიარქოს მოღალატეობრივ დღის წესრიგში.
რა დარჩა - აღმართეთ რუსეთის დროშა.
ბიძინა ივანიშვილი თუ თავად ვერ ხვდება მიახვედრებენ, რომ დღეს თქვენ მიაყენეთ მის პერსონლურ და ქონებრივ უსაფრთხოებას უდიდესი დარტყმა. მას დღეიდან, დიახ, დღეიდან არსად, გარდა რუსეთისა უსაფრთხოების გარანტია არ აქვს. ხოლო რუსეთში რა გარანტიაც აქვს ეგ თავად იცის.
თქვენ ვერ გამიჯნავთ საკუთრ თავს სააკაშვილისგან, ორივე ერთი უბედურება ხართ, ეკლესიისთვის გუნდრუკის კმევის დღის წესრიგში და დღევანდელი განცხადების პათოსი პრაიდის უკან მდგომის შესახებ, საკუთარი სასარგებლო იდიოტებისთვის გამოგადგებათ მხოლოდ.
თქვენ ტაბურეტებით დასდევთ, ის აშანტაჟებდა იმ ადამიანებს, რომელთა უფლებებსაც ვითომ
იცავს კონსტიტუცია.
ბატონო პრემიერო,
მერწმუნეთ ნამდვილად უხერხულია სახელმწიფოს უსაფრთხოების საჯდომის უსაფრთხოებამდე დაყვანა.
და ბოლოს, პირადად თქვენ ხართ პასუხისმგებელი დღევანდელ დღეზე - ევროპული მისწრაფებების დასრულების მცდელობაზე და ევროკავშირის დროშის გათელვაზე.
თქვენთვის სამწუხაროდ და ბატონი ივანიშვილისთვის მით უფრო, დასრულდა თქვენი პოლიტიკური კარიერა.
მთავარი, ყველასათვის ცხადია, პრაიდი არაფერ შუაში არ არის, გსურდათ ძალის დემონსტრირება, მაგრამ გადაამლაშეთ.
ბევრი "სამწუხაროდ" გამომივიდა სამწუხაროდ, თქვენთვის და სახელმწიფოსთვის სამწუხაროდ...
P.S. მაგ ფარისევლურ განცხადებებს არავინ ჭამს. მინიმუმ ყველასთვის ცხადია, რომ პოლიცია გადამალეთ და მედიის წინააღმდეგ ძალადობას პირადად თქვენ შეუწყვეთ ხელი

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა