კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ალუდა ღუდუშაური:როცა გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე

ნახვები: 573 ალუდა ღუდუშაური:როცა გიორგი ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე

"სტრატეგია აღმადენებელი" ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს საზოგადოებას, როცა ვაშაძეზე ვსაუბრობთ იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე, რა ესაქმება მას იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება და სასიკეთო საქმეები კეთდება - ვაშაძე და მისი მონაგარი პარლამენტში ქვეყნის იმიჯის დაზიანებით არის დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღონ უმრავლესობასთან სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.

ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ კონსულტაციებში კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვს. მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს დრო ეს გაიაზროს.

"სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერს ვაკეთებთ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალა, რომ კონსენსუსი შედგეს და საკითხი იყოს გადაწყვეტილი. არ მგონია ახლა სწორი იყოს კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება, როცა კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ოპოზიციასაც აქვს იმის დრო, რომ გაიაზროს და შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგას, მგონია, რომ დიდი ალბათობით კონსენსუსი შეიძლება შედგეს. რაც შეეხება ვაშაძეს და" სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციას, საზოგადოება დიდი ხანია შეეჩვია ვაშაძისგან და მისი "ტროიკისგან" ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი" ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს საზოგადოებას. როცა ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე, რა ესაქმება მას იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება და სასიკეთო საქმეები კეთდება. ვაშაძე და მისი მონაგარი პარლამენტში ქვეყნის იმიჯის დაზიანებით არის დაკავებული. ის იყო წარსულში ადეიშვილის მოადგილე და დაკავებული იყო იმით, რითაც მწამებელი ადეიშვილი, ახლა განაცხადა, რომ „ტროიკასთან“ ერთად უნდა დაკავდეს, საიდანაც ზურა ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ უკანალის ჩვენებაში არავინ უნდა შეეცილოს, ამ "ტროიკის" შემადგენელ მესამე ნაწილს, ხოშტარიას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, როგორ იღებს ის რუსულ რუბლებს და ეს ადამიანები სთავაზობენ საზოგადოებას, რომ რაიმე წინსვლას მოუტანენ ქვეყანას,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და განაცხადა, რომ "მათ არც ზნე უცვლიათ, არც ფერი“, უბრალოდ, ქართველმა ხალხმა მათ წაართვა ბერკეტი და წაართვა ხელიდან ცოცხები.

"აი ეს არის განსხვავება, თორემ მათ ბოდიში ერთხელაც არ მოუხდიათ ქვეყნის წინაშე და რაც იქ ახლა ხდება, ჭიაბერაშვილის პაექრობა იქნება თუ სხვების, ეს ადამიანები არიან ყველანი ერთი, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ის წარმომადგენლები, რომლებსაც ან პირადად ეჭირათ ცოცხი, ან ვისაც ეჭირათ იმათ აგულიანებდნენ - აბა შენ იცი, ჩვენ აქ ვართო", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა