სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ირაკლი ღარიბაშვილი:მას შემდეგ, რაც 2012 წელს ფსევდოდემოკრატიული სისტემა დაამსხვრია "ქართულმა ოცნებამ", ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა

ნახვები: 516 ირაკლი ღარიბაშვილი:მას შემდეგ, რაც 2012 წელს ფსევდოდემოკრატიული სისტემა დაამსხვრია "ქართულმა ოცნებამ", ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გავაკეთეთ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა

10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დაამსხვრია "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველმა გუნდმა ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გააკეთა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

"მინდა გადავიდე შემდეგზე - კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორი არის ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია.

მინდა მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით იყო აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დაამსხვრია "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს, 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით დაჩქარდა რეალურად ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა," - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა