პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ლანძღავს ევროპას და ახდენს ამერიკის დემონიზებას

ნახვები: 520 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ლანძღავს ევროპას და ახდენს ამერიკის დემონიზებას

კოლექტიური ხაინდრავები არიან, არ არსებობს არანაირი კობახიძე, ზარქუა და სხვა სპიკერები, ეს არის კოლექტიური ხაინდრავობა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ სენატში გაკეთებულ განცხადებებზე "ქართული ოცნების" შეფასებების კომენტირებისას აღნიშნა.

მანჯგალაძის თქმით, "ქართული ოცნება" ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და სურს ამერიკა მტრად, რუსეთი კი ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტად წარმოაჩინოს.

„ის ძალები, ვინც ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან, სინამდვილეში ანტიქართული ძალაა, რადგან ან ხარ მტერთან - რუსეთთან, ან დასავლელ პარტნიორებთან ერთად, სხვა გზა საქართველოს არ აქვს. "ქართული ოცნება" ლანძღავს ევროპას და ამერიკის დემონიზებას ახდენს, გვიტოვებს მხოლოდ ერთ არჩევანს რუსეთის სახით. როცა "ქართული ოცნების" ლიდერი გამოდის და ჩალის ფასი აქვსო, ამბობს ევროპულ რეკომენდაციაზე, როცა მათი ე.წ. სპიკერები გამოდიან და ამბობენ, რომ შაჰინის განცხადება არის შტერობა, შაჰინს რომ ერკინება და აკრიტიკებს ზარქუა, წარმოგიდგენიათ? რა გაუკეთებია ზარქუას ისეთი ცხოვრებაში შაჰინი რომ გააკრიტიკოს ან კუბილიუსი, რომელიც ლიეტუვის ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო. ეს არის ძალიან მძიმე. მიზანმიმართულად აკეთებს ამას "ქართული ოცნება", როცა გვეუბნება, რომ ამერიკა, არის არა ჩვენი პარტნიორი და ჩვენი სტაბილურობის, სახელმწიფოებრივი თავისუფლების გარანტი, არამედ მტერი და რუსეთი, რომელიც არის ნამდვილი მტერი და ოკუპანტი, ყოფილა თურმე ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი, ამას ხატავს "ქართული ოცნება," ისინი უკვე კოლექტიური ხაინდრავები არიან, არ არსებობს არანაირი კობახიძე, ზარქუა და სხვა სპიკერები, ეს არის კოლექტიური ხაინდრავობა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. რაც შეეხება ამერიკის დაფინანსებას, დაწყებული იუსტიციის რეფორმით, საზღვრის დაცვის საკითხებით, შსს- ში რეფორმით, ყველა რეფორმა სახელმწიფო უწყებებში დაწყებულია აშშ-ის დაფინანსებით, ამერიკას 6 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული ქვეყნის განვითარებისთვის და რუსეთი ფულს ხარჯავს "ალტ-ინფოზე" და ანტიქართულ ჯგუფებზე, რომლის მთავარი მისია ჰიბრიდული ომის წარმოებაა. ამერიკა არის სტრატეგიულ პარტნიორი, რომელსაც თავს ესხმის "ქართული ოცნება" და რუსეთი არის მტერი, რომელზეც მათ ერთ ცუდ სიტყვას ვერ ათქმევინებ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა