სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილი-ვოლკერის შეხვედრაზე - ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ

ნახვები: 516 მამუკა მდინარაძე კეზერაშვილი-ვოლკერის შეხვედრაზე - ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ

ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი და გამცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის რეაქცია და პანიკური მესიჯები გუშინ იმაზე მეტყველებდა, რომ მართლაც რაღაც მხილება მოხდა.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარედან დავალებებს იძლევიან, როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მაინც გუშინ ამ ფოტოთი გახდა ცნობილი. დავალების მიმცემი ერთ-ერთი ადამიანი გაიშიფრა, მისი განწყობებიც ვიცით, მისი პირადი მოტივაციაც, შესაბამისად მტკიცებულება იყო და ამან გამოიწვია ეს აჟიოტაჟი.
მეორე - რა რეაქციები ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც უსმენს. მე მათ ვურჩევდი, მესიჯბოქსი დაალაგონ რაღაც მიმართულებით, უნიათოსთან ეს მესიჯბოქსი არ ჯდება, ეს ხუმრობით. ანუ, ერთი მხრივ იმდენად ძლიერი სპეცსამსახურები აქვს ქართულ სახელმწიფოს, რომ ქვეყნის გარეთ უთვალთვალებს ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება იყოს განწყობილი, მეორეს მხრივ ესენი უნიათოები არიან, არ ჯდება. ერთი მარცხნივაა, მეორე მარჯვნივ, რაღაცაში ჩამოყალიბდით. ეს ხუმრობით, რეალურად ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ერთ-ერთი დავალების მიმცემი და გამცემი ქვეყნის გარედან საქართველოს საწინააღმდეგოდ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა