ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

ნახვები: 564 აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ამგვარად, ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდეპინგური ტარიფებისთვის.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე.

„რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება აძლევს უფლებას აშშ-ს, ანტიდეპინგური კანონმდებლობა სრული სიმკაცრით აამოქმედოს, რათა აღმოფხვრას ბაზარზე არსებული ხარვეზები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ხელისუფლების ეკონომიკის მუშაობაში მზარდმა ჩარევამ“, – აცხადებენ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში.

რუსეთმა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი 2002 წელს მიიღო. ეს საჭირო იყო იმისთვისაც, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა