პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გიორგი კახიანი:შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ „ქოლ ცენტრების" უკან კეზერაშვილი დგას

ნახვები: 517 გიორგი კახიანი:შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ „ქოლ ცენტრების" უკან კეზერაშვილი დგას

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა - ივანიშვილი გამოყვანილია ოლიგარქად და კეზერაშვილი პოლიტპატიმრად მაშინ, როცა, კეზერაშვილის მიმართ განაჩენებია დამდგარი და ახლა კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა პროკურატურის მხრიდან, რაზეც დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ "ქოლ ცენტრების" უკან კეზერაშვილი დგას ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

დეპუტატი ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია როგორც ჩანს სწორედ "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებული ფულით ფინანსდებოდა.

"მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველაფერი გვეცოდინება, რეალურად რა ხდება ამ "ქოლ ცენტრების" უკან, მაგრამ უკვე იმ მტკიცებულებებით, რაც გასაჯაროვდა, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერ ამის უკან კეზერაშვილი დგას.

ბევრი კითხვაა, თუ რა თანხებით ფინანსდებიან ოპოზიციური ჯგუფები თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო ღონისძიებები, როგორც ჩანს ამ ფულით ხდებოდა ამის დაფინანსება.

დაველოდოთ, გამოძიება რა შედეგებს დადებს და შემდეგ უკვე ბევრ რამეს ვილაპარაკებთ,"- განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი აღქმების საფუძველზე გაჩნდა. ის ასევე აცხადებს, რომ კონკრეტული ჩანაწერები რაც ივანიშვილს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს ეხებათ, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მუშაობის შედეგია და ისინი ევროპარლამენტარები არიან.

"სამწუხაროა და უნდა ვთქვა, რომ რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული კეზერაშვილი გამოყვანილია პოლიტპატიმრად და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მაშინ, როცა, კეზერაშვილის მიმართ კონკრეტული განაჩენებია დამდგარი და ახლა კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა პროკურატურის მხრიდან, რაზეც დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამის უკან კეზერაშვილი დგას. ერთ მხარეს ასეთი პიროვნებაა და მეორე მხარეს ადამიანი, რომელსაც თავის ქველმოქმედებით უდიდესი ღვაწლი აქვს გაწეული ქვეყნის წინაშე და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, ეს ყველაფერი თავდაყირა აყენებს რეზოლუციას და რბილად რომ ვთქვათ, უამრავ კითხვას აჩენს, როგორ შეიძლება ასეთი არასწორი შეფასებები და დებულებები გაჩნდეს.

ბიძინა ივანიშვილი მოცილებულია პოლიტიკიდან და დიდი ხნის წინ გააკეთა ამაზე განცხადება. არანაირი ფაქტი არ არსებობს, რომ კავშირი ჰქონდეს პოლიტიკასთან ან მედიასთან, უბრალოდ არის ასეთი განცდები შექმნილი და მართლა არ მესმის, რა უნდა მოხდეს, რომ ეს განცდები გაქრეს.

ჩვენ ვხედავთ, რომ არის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტებად გვევლინებიან და ის შეფასებები, რაც გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას, ის აისახება სხვადასხვა აქტის პროექტში. ფაქტია, ეს ამას უკავშირდება, ევროპის სახალხო პარტიის წევრია "ნაციონალური მოძრაობა" და ამ კავშირებიდან გამომდინარე ჩნდება სრულიად უსაფუძვლო და არარელევანტური შეფასებები რეზოლუციის პროექტში თუ კომიტეტის მიერ მითითებულ დოკუმენტებში,"- განაცხადა კახიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა