უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახვედვისკენ მოუწოდებენ

ნახვები: 562 ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახვედვისკენ მოუწოდებენ

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული ცვლილებები ხელისუფლებას „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

„გმობს 2022 წლის 16 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას გვარამიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე ევროპარლამენტარმა ცვლილებები მოამზადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა