ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ანა ნაცვლიშვილი - წყალწყალა ანტიკორუფციული კანონპროექტი კორუფციას ვერ შეებრძოლება - რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე?

ნახვები: 460 ანა ნაცვლიშვილი - წყალწყალა ანტიკორუფციული კანონპროექტი კორუფციას ვერ შეებრძოლება - რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე?

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს პროცესები არ მიდის სწორი მიმართულებით, ამის დასტურია, მათ შორის, ანტიკორუფციული წყალწყალა კანონპროექტი, რომელიც კორუფციას ვერ შეებრძოლება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას და უფრო გააღრმავებს პრობლემებს, რომელიც შერჩევითი მართლმსაჯულების მხრივ გვაქვს.

"ის, რაც დღეს არის წარმოდგენილი არ უზრუნველყოფს ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი მთავარი წინაპირობის შესრულებას. რიტორიკულ კითხვას ვსვამ, რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე? რაც შეეხება ღარიბაშვილთან მიმართებით საკითხს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ერთი წუთით რომ გვარები და სახელები გვერდზე გავწიოთ, სულ რომ ჩემი თანაგუნდელი ან მე ვიყო პრემიერი, იგივეს გეტყოდით, ინსტიტუციურად უნდა გააკონტროლონ, ნიშნავდეს მაკონტროლებელს. მაკონტროლებელი ჩვენს მოდელში შეირჩევა პარლამენტის მიერ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, როცა "ქართული ოცნების" მოდელის თანახმად, უწყების ხელმძღვანელის დანიშვნა თუ მოხსნა ჩამოკიდებულია ერთპიროვნულად პრემიერზე, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კორუფციას კი ვერ გამოუცხადებს ბრძოლას, იქნება პრემიერის ინსტრუმენტი, რომ თვალი დახუჭოს კორუფციის ფაქტებზე, როცა ეს პრემიერს ენდომება, მაგრამ გამოუცხადოს ბრძოლა კორუფციას მაშინ, როცა პრემიერი გადაწყვეტს, რომ მისთვის არასასურველი ფიგურა გზიდან უნდა ჩამოიცილოს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშნას, “ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ხოლო პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა