თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის ადვოკატი - პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მივმართეთ - იმედს ვიტოვებთ, ალექსანდრე სამხარაძის მის უნებლიედ ჩადენილი ქმედება გამოყენებული არ იქნება გოგაშვილზე ზეწოლისათვის

ნახვები: 563 სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის ადვოკატი - პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მივმართეთ - იმედს ვიტოვებთ, ალექსანდრე სამხარაძის მის უნებლიედ ჩადენილი ქმედება გამოყენებული არ იქნება გოგაშვილზე ზეწოლისათვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის ალექსანდრე სამხარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც სამხარაძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე განმარტავს, სამხარაძე ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინშია.

"ალექსანდრე სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. როცა მან თანამდებობა დატოვა, მისი საშტატო იარაღი ჩააბარა, თუმცა, საბრძოლო ვაზნები სახლში დარჩა, რაც მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა. ეს ქმედება დასჯადია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საბრძოლო მასალის შენახვა მიზანმიმართულად არ იყო შემდეგში უკანონო მოქმედებების ჩადენის მიზნით. ჩვენ გენერალურ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მივმართეთ, რადგან ალექსანდრე სამხარაძე ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს. იმედს ვიტოვებთ, ალექსანდრე სამხარაძის მიერ უნებლიედ ჩადენილი ქმედება გამოყენებული არ იქნება იოსებ გოგაშვილზე ზეწოლისათვის",- განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა