პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მარკო მიჰკელსონი - რუსეთის სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობას

ნახვები: 517 მარკო მიჰკელსონი - რუსეთის სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობას

ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის, ქართველი ხალხისთვისაც, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობის აღდგენა, რათა პუტინის ამ ტერორისტულმა რეჟიმმა ვერ განახორციელოს თავისი მისწრაფებები და თავისას ვერ მიაღწიოს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი გამოცხადდა ტერორიზმის დამფინანსებლად. ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელსაც სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს და ამაში ძალიან ნათელი პოზიცია უნდა გვქონდეს. ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს ასევე არის როგორც საქართველოს, ისე ბალტიის ქვეყნების, გაცილებით ფართო გავრცელება და გავლენა აქვს. სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამისთვის კი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზე ვისაუბრეთ დღეს“, – განაცხადა მარკო მიჰკელსონმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა