ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

დენის შმიგალი - რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი

ნახვები: 564 დენის შმიგალი - რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი

რუსეთის ძალებმა დღეს დილით დარტყმები განახორციელეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის სამ ოლქში, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით დასახლებული პუნქტია დარჩენილი. ამის შესახებ ტელეგრამ-არხში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი წერს.

„დღეს დილით რუსი ტერორისტები კვლავ დაესხნენ თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამ ოლქში. კერძოდ, დაფიქსირდა კიევში დრონებით ხუთ დარტყმა. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლი, ასევე აგრესორმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში. იერიშის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა“, – წერს შმიგალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციისა და ელექტრომომარეგების აღდგენისთვის.

„თითოეულ რეგიონს აქვს ანტიკრიზისული რეაგირების გეგმა. ვთხოვთ უკრაინელებს, ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის ასევე ერთიანად და შეგნებულად მიუდგნენ ელექტროენერგის ეკონომიურ მოხმარებას. განსაკუთრებით პიკის საათებში“, – აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა