თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა

ნახვები: 563 ირაკლი ღარიბაშვილი - ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა

სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობების, რომელიც ყველას გვაერთიანებს ეს არის სარწმუნოება, მართლმადიდებლობა რწმენა, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთელ საქართველოს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცა.

„დიდი პატივია, მოგმართოთ, მოგილოცოთ ყველას სვეტიცხოვლობის დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობების, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ეს არის სარწმუნოება, მართლმადიდებლობა რწმენა, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე.

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენ საზოგადოებას დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა