პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას

ნახვები: 517 ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას

საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთის დოქტრინა ეფუძნება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და ის ნათლად არის გაწერილი.

„უკრაინაზე ბირთვული სარაკეტო შეტევა რომ განხორციელებულიყო, ეს ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ეს არ გამოიწვევს საფრანგეთის ბირთვულ პასუხს, მაკრონმა უპასუხა: „აშკარაა.“

„ფრანგებს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდი. რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს. ისევე, როგორც საფრანგეთს. ჩვენი დოქტრინა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. შეკავება მუშაობს. რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ ამაზე, მით უფრო მეტი ნდობა გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა უკრაინის საზღვრების აღდგენას 1991 წლის შესაბამისად და აღნიშნა, რომ მომავალში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება აუცილებელია. მაკრონის თქმით, უკრაინისა და რუსეთის ინტერესებშია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება რაღაც მომენტში.

„მიზნები ნათელია – 1991 წლის საზღვრების აღდგენა. ამიტომ, საკითხავია, მიიღწევა თუ არა ეს სამხედრო მიზნები მხოლოდ სამხედრო გზით. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვაძლევთ მათ იარაღს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მათ ნაცვლად რამეს გადავწყვეტთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა